რჩევები ავტომობილის შეძენამდე
ამ სტატიაში პასუხს გავცემთ ყველა იმ გავრცელებულ კითხვას, რომელიც ავტომანქანის შეძენამდე უნდა იცოდეთ. მანქანის ყიდვის დროს არ უნდა იჩქაროთ, თუმცა ახალი ავტომობილის შეძენა მაღაზიიდან შეგიძლიათ, რადგან მას მოყვება მთელი რიგი გარანტიები, მაგრამ ადამინთა უმეტესობა ყიდულობს მეორად ავტომობილს მეტწილად სარფიანად. უამრავ შეკითხვასთან ერთად ყველაფერი ინდივიდუალურია, რადგან არსებობს მანქანის ტიპები, რომელიც სხვა და სხვა პირობებისათვის და სიტუაციებისთვის არის განკუთვნილი. თქვენ უნდა განსაზღვროთ ავტომობილის კლასი, ძარის ზომა, ძრავის მოცულობა, წვის ტიპი, ფასი და სხვა ფუნქცია მოვალეობანი. მოდით დავიწყოთ თავიდან, ამისათვის გაეცანით სტატიას, რომელიც რეკომენდირებულია
როგორი ავტომანქანა გსურთ?
ავტომობილები იყოფიან კატეგორიებად მცირე, საშუალო და დიდი ზომის, მთავარი და მეორე ხარისხოვანი გზის გამავლობის. რათქმაუნდა შესაძლებელია თქვენზე მორგებული იდეალური მოდელის შერჩევა. გასათვალისწინებელია თუ რა პირობებისათვის გჭირდებათ. ეს შეიძლება იყოს ეკონომიური მცირე ზომის, სწრაფი, ძლიერი, დიდი და მრავალ ადგილიანი ან მოსახერხებელი ქალაქის რელიეფისთვის. თქვენ უნდა შეარჩიოთ ავტომობილი გამოსაყენებელი პირობების შესაბამისად. ამის შემდგომ გადავდივართ შემდეგ ეტაპზე.
ავტომობილს ადგილზე შეიძენთ თუ ჩამოიყვანთ?
ორივე შემთხვევას სხვა და სხვა უპირატესობა აქვს. აქ შეძენის შემთხვევაში თქვენ არ მოგიწევთ ლოდინი,
მანქანას ადგილზე პროფესიონალები შეგიმოწმებენ, მაგრამ ფასი იქნება ძვირი, თან ვერავინ გეტყვით მერამდენე მეპატრონე აღმოჩნდებით.
ხოლო საზღვარ გარეთიდან ჩამოყვანის შემთხვევაში უპირატესობა არის ის, რომ იხდით ნაკლებს და ავტომობილის პირველი მფლობელი ხართ,
მაგრამ გიწევთ მცირე ლოდინი. ეს თქვენ განსაზღვრეთ. გადავიდეთ მომდევნო გადაწყვეტილებაზე.
ავტომობილს პირდაპირ იყიდით თუ აუქციონით?
საზღვარ გარეთიდან ჩამოყვანის ორი ფორმა არსებობს, პირდაპირი ყიდვა და აუქციონით შეძენა, ამისათვის დაგჭირდებათ შუამავალი კომპანია, რომელიც ვალდებულია სწორი გადაწყვეტილება მიგაღებინოთ, გასათვალისწინებელია საწყისი თანხის შეტანა აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც გთავაზობთ სადილერო კომპანია, ამისათვის მოითხოვეთ პირადი ასისტენტი, რომ გაგაცნოთ ნაკისრი მოვალეობები, ავტომობილის მიღება-ჩაბარებამდე.
რა ვალდებულელები აქვს შუამავალი კომპანიას?
საქართველოში არის მოქმედი, დიდი და მცირე ზომის შუამავალი კომპანიები, მათთან დამოკიდებულებაში იყავით მკაცრი და მომთხოვნი მომსახურების პოზიტიურ ფორმებში მისაღებად. გაეცანით მათ ვალდებულებებს და იყავით ყურადღებით, მათი მოვალებაა წარმოგიდგინოთ ავტომობილის ისტორია და მისი დეტალური მდგომარეობა, დაიანგარიშოს ძირითადი ხარჯი, რომელსაც გაგაცნობთ გადახდამდე, თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ ნაწილ ნაწილ ან ერთიანად შეიტანოთ თანხა კომპანიის ანგარიშზე.
როგორ ავარჩიო სადილერო კომპანია?
არსებობენ ახალი და ძველი სადილერო კომპანიები. განვიხილოთ ორივე შემთხვევა თუ რა სხვაობაა მათ შორის. ახალი სადილეროები კომპანიბი გამოირჩევიან მეტი ყურადღებით კლიენტების მიმართ, ისინი ცდილობენ აიმაღლონ პრესტიჟი და ამისათვის ყველაფერს გააკეთებენ, მათ ინტერესში შედის თქვენი დაკმაყოფილება მაქსიმუმის გათვალისწინებით, არსებობს შემთხვევები როდესაც სადილერო კომპანია უმატებს თანხას მყიდველს, რომ პოზიტიური შეძენა განახორციელონ და მათ სახელზე კიდევ ერთი ქულა ჩაიწეროს. გამოიყენოთ ეს შემთხვევა
ავტომობილის ტრანსპორტირება
მანქანის ტრანსპორტირება ერთ ერთი მნიშვნელოვანი ოპერაციაა, რომლის პასუხისმგებლობაც ეკისრება სადილერო კომპანიას, უკეთესია თქვენ გქონდეთ გარანტიები იმის, რომ ავტომობილს გზაში არაფერი დაუზიანდება, რადგან ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები. არსებობს ტრანსპორტირების ორი ფორმაა, სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვა, შერჩევის შემდეგ მოითხოვეთ სადაზღვეო კომპანიის გარანტიები, რომელსაც სადილერო კომპანია გთავაზობთ. ყურადღებით გაეცანით საკონტრაქტო დოკუმენტებს.
მანქანის მიღება - ჩაბარება
საზღვაო ტრანსპორტირების შემთხვევაში უნდა მიბრძანდეთ ფოთში/ბათუმში, იმ ადამიანთან ერთად ვის სახელზეც არის მანქანა ნაყიდი.
ტერმინალზე უნდა გადაიხადოთ ორმოცდაათი ლარი და კონტეინერიდან ან საგარაჟე სადგომიდან გამოგიყვანენ თქვენს კუთვნილ მანქანას,
ჩაბარების დროს შეამოწმებთ ავტომობილი ადგილზე. გილოცავთ მანქანა თქვენია.
ბოლო ეტაპია განბაჟება, რაც თქვენზეა დამოკიდებული. განუბაჟებელი მანქანით გადაადგილება შეგიძლიათ ორი თვის განმავლობაში, ხოლო
გადაცდენის შემთხვევაში ყოველი მომდევნო თვის სადარღვეო თანხა ასორმოცდაათი ლარია.
გისურვებთ წარმატებას!
სტატიის ბოლოს იხილეთ ჩვენს მიერ რეკომენდირებული კომპანიები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება დაგჭირდეთ, როდესაც
ავტომობილის შეძენას გადაწყვეტთ. მათთან დაკონტაქტებისას შეახსენეთ, რომ რეკომენდაცია მიღებული გაქვთ
"მიკრო-კონტრაქტორიდან", რის შემდეგაც გექნებათ ფასდაკლებები მათ მიერ შემოთავაზებულ ყველა სერვისებზე.
- "სარფიანი შეთავაზება დილერებს"
- "ავტომობილი პირადი მოხმარებისთვის"
უკან კონტაქტი