რა როლი აქვს ჰუკს ბიზნესში
ჰუკი გამოიყენება ყურადღების მისაქცევად. რა არის HOOK? ფიზიკურად ის იქნებოდა ანკესის კაუჭი, გემის ღუზა ან ისარი, რომლის ბოლოშიც თოკია მიბმული, ნათელი წარმოსადგენია თუ რას უნდა ნიშნავდეს მომხარებლისთვის განკუთვნილი ჰუკი. ეს არის თქვენი ყურადღების მახეში შეთრევის გზა. ჰუკის ერთ ერთი ყველაზე გავრძელებული სიტყვაა "ადვილია" თუ მე გეტყვი, რომ ადვილია გქონდეს ფული, ეგ იმას არ ნიშნავს რომ რამეს გატყუებ, ადვილია, მაგრამ ვისთის? შენთის ადვილი, რომ იყოს ხომ აქამდეც გექნებოდა. ანუ მე ვამბობ ჩემი პოზიციიდან და არა შენი, ამიტომ ხშირად დასვით კითხვა ვისთვის. ჰუკის კიდევ ერთი გავრცელებული ფორმაა "უფასოდ" მაგალითად შეისწავლე უფასოდ - ზოგადად უფასოს აქვს თავისი კანონი რომ, თუ რამეს გახსნი უფასოდ შიგნით დახვდება ფასი. "უფასოს ფასი შიგნიდან აქვს მიკრული". ამიტომ უნდა იცოდეთ რომ თქვენ დაკარგავთ თქვენს ძვირფას დროს სრულიად უფასოდ. ეს არის უფასოს ფასი. დაჰუკული მომხმარებელი ხშირად შეცდომაში შედის რადგან მისი მოლოდინები გადაჭარბებულია, გახსოვდეთ ინტერნეტი სავსეა თაღლითური სქმებით, რომელიც ფართოდ გავრცელებულია, არ ენდოთ ახალ კომპანიებს სანამ არ გადაამოწმებთ. კომპანიის სანდოობის გადამოწმების სხვადასხვა გზები არსებობს თქვენ თუ ვერ ახერხებთ ამას მოიძიეთ შუამავალი კომპანია როგორიც ვართ ჩვენ, თუ რაიმეში გეპარებათ ეჭვი მოგვმართეთ და ჩვენ დავადგეთ მის ღირებულებას და ვარგისიანობას. გაუფრთხილდი დროს !
უკან