როგორ შევარჩოთ პროფესია?

პროფესიის არჩევა ერთ ერთი ყველაზე რთული და კომპლექსური საკითხია, მას სჭირდება ინდივიდუალური და ზოგადი მიდგომა, ბავშობაში გვეკითხებოდნენ, რომ გაიზრდები რა უნდა გამოხვიდე? ნეტავ საიდან უნდა გვცოდნოდა, როცა მოზარდების უმრავლესობამაც არ იცის. ბავშვები იზრდებიან, ხოლო ზრდასრულები შუა ასაკს ისე აღწევენ, რომ საკუთარ ნებაში ვერ ჩამოყალიბებულან.

არ არის იოლი, ზოგი შესაფერის დროს ელოდება, ზოგს დღეს ერთი უნდა ხვალ მეორე, ზოგს ის უნდა რაც სხვას უნდა, ზოგი მოდას შეჰყურებს, ზოგი კი არჩევანში დაიკარგა, ზოგს ის აინტერესებს, რაც მას არ გამოსდის, ზოგს ის არ აინტერესებს რაც გამოსდის, პატარა საგიჟეთია. უკეთ რომ განვმარტოთ, თუ გაქვთ ლამაზი აღნაგობა, თქვენ არ მიხვალთ სამოდელო სააგენტოში კარიერის ასაწყობად, რადგან ეჭვი არ გეპარებათ თქვენს სილამაზეში, თქვენ გაქვთ მიდრეკილება იმისკენ, რაც არ ხართ. გაინტერსებთ ის რაც არ იცით, ეს არის პრობლემა. მე რომ მკითეს, რატომ აღარ ხატავო ასეთი პასუხი გავეცი, ეგ გამომდის და რაც გამომდის ჩემთვის დასრულებულია კიდეც, მაგრამ მაინც მგონია, რომ ის უნდა აკეთო რაც კარგად გამოგდის, თორემ სწავლით ყვლაფრის სწავლა შეიძლება. ჩვენ გაუაზრებლად მიმართულები ვართ გამოწვევების გადალახვისკენ, რაც არა არის გონივრული, უაზრო გამოწვევები არ მოუწყოთ საკუთარ თავს.

ნეტავ ამას თუ შევძლებ? ეს კითვა არ დასვათ, რადგან თქვენ ყველაფერს შეძლებ, პირველ რიგში ის უნდა იკითხო რამდენად გაწყობს რაიმე ახლის შესწავლა. მე მქოდა პროფესიული არჩევანი, რომელიც ერთმანეთზე საუკეთესო იყო, მაგრამ ვერ ავირჩიე, რადგან ერთ ერთ მათგანს როდესაც ვირჩევდი სხვები ქრებოდნენ და მათზე გული მწყდებოდა, ამიტომ არცერთს ვიღებდი და არჩევნები ჩემთან რჩებოდნენ. ჩემს შემთხვევაში მე ზუსტად ვიცოდი რაც არ მინდოდა და სწორედ ამან მიმყვანა იქამდე რასაც ახლა ვაკეთებ. ჭკვიანია ის ვინც ადვილად გადის ტურს შემდეგ ტურამდე, გზას ირჩევ შენ! რთულად გავლა გმირობაა, ადვილად გავლა მოხერხებულობა. რომელი გინდა იყო?

ახლა კი პასუხი კითხვაზე, როგორ ავირჩიოთ პროფესია, ამისთის რამოდენიმე ფორმა არსებობს, ერთ ერთი ყველაზე გავრცელებულია აკეთო ის, რაც არ გამოგდის. მეორე ფორმულა, გამორიცხვის მეთოდია, თუ იცი რა პროფესიები არ მოგწონს ეს გაპოვნინებს იმას რაც მოგწონს. მესამე ფორმულა, აირჩიო რაც ძალიან გაინტერესებს, მაგრამ ეს ბოლო ყველას არ გამოადგება, ინტერესი დროთა განმავლობაში იცვლება ან ფორმირდება.

პროფესია ადრე თუ გვიან ვალდებულებად გექცევა და ეს უნდა იცოდე. ძნელია გაინტერესებდეს ყოველთვის რაღაც და მის მიმართ ინტერესი სულ გქონდეს. შენ თუ გრძნობ რაც გაინტერესებს პასუხიც გცოდნია. არსებობს არჩევის სხვა მეთოდებიც, მაგრამ მათ მომდევნო სტატიაში გაგიზიარებთ. არჩევანში ბევრი დრო არ დაკარგოთ. რაღაცეები გვიანდება. თქვენი მოლოდინები უნდა ამართლდეს არჩევანს.

ეს საკითხი საინტერესოა სტუდენტებისთვის, მშობლებისთვის, რომლებმაც პირდაპირ თუ ირიბად მომავალი უნდა შეარჩიონ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვისი არჩეულით ცხოვრობენ და ამას შუა ასაკს მიღწეულები ხვდებიან, ზოგისთვის გვიანია, ზოგიც კი თავიდან იწყებს. ამიტომ გახსოვდეთ არჩევანი ვისია, თქვენია? სხვისია? სიტუაციურია? შეიძლება მოდაში იყოს რაღაც და მიტო მოგწონდეს, შემდეგ მოდიდან გადავიდეს და დარჩე უმოდო. პროფესიის არჩევა იმდენად კომპლქსურია, რომ ამ საკითხს ერთი სტატია არ ეყოფა, პროფესია შეგიძლიათ აირჩიოთ ღირებულების შესაბამისად, გთავაზობთ მოთხოვნადი პროფესიებიბის სიას.


უკან კონტაქტი

სწავლამდელი პროფესიული კურსი

პრე-კურსი არის სწავლამდელი, სამ კვირიანი სკოლა. სადაც დაჩქარებული წესით გაგატარებენ ოცდაერთ პროფესიულ საგანს . სრულად გაგაცნობენ მათ ძირითად მიმართულებებს, რის შემდეგაც გექნებათ ნათელი წარმოდგენა იმაზე თუ რა და რატომ უნდა ისწავლოთ. პრეკურსის გავლის შემდეგ, პროფესიულ სწავლას იწყებ სამი კვირის შემდეგ, რათა მაღალ დონეზე დაეუფლო შერჩეულ საგანს, მანამდე კი ჩვენ ვიცით, რომ დამწყებების უმეტესობას სწავლამდე სჭირდებათ იმის გააზრება თუ:

პრეკურსი