როგორ დავიწყოთ ახლიდან

დაცემა და წამოდგომა უნდა იყოს ერთი. ახლიდან დაწყების ძალა - სტატია დაიწერა გავრცელებული სიტუაციის სანაცვლოდ "ნულიდან დაწყება მიწევს", თუ თვლი, რომ ნულიდან იწყებ საჭირო ადგილას მოხვდი. მოგიყვებით ნულიდან დაწყების უპირატესობებს, მოგცემთ რჩევებს, პირველი წესია არავის იმედი არ გქონდეს.

ნულზე ყოფნა ნიშნავს ახლის დასაწყის, რადგან არ გაქვს რესურსი ან ცოდნა, ან იცი რაც გინდა, მაგრამ არ იცი როგორ განახორციელო. ასეთ დროს სრულიად თავისუფალი ხარ, შენ არაფრის ვალდებულება არ გაქვს. შენი დრო შენ გეკუთვნის, რომელსაც აუჩქარებლად და თანმიმდევრულად გახარჯავ. ასეთ სიტუაციაში პირველი რაც საკუთარ თავს უნდა ჰკითხო ასე ჟღერს "რა მინდა?" კარგად იფიქრე და შემდეგ უპასუხე, რადგან აზრების შეცვლას არ ვართ. მას მერე რაც პასუხს გასცემ პირველ კითხვას რა გინდა, განათდება. შემდეგ უნდა დასვა მეორე კითხვა, რომელიც ასე გამოიყურება "როგორ მივიღო ის რაც მინდა?" და ისევ დაბნელდება. მეორე კითხვაზე პასუხის გაცემა ბუნებრივია გაგიჭირდება, რადგან ის შენთვის უცნობი და მრავალსახოვანია, მას ხესავით ბევრი ტოტები აქვს და რა? ზუსტად ეგ არის გამოწვევაც.

"ცხოვრება გაუგებრად ნაქსოვი ნაჭერია" აწარმოეთ დღიური, დაყავით ნაბიჯებათ თქვენი მიზნები, შეიძინეთ ახალი ინტერესები, ჩვენი რეალური რჩევა იქნება ისწავლო ნელი, და ნათელი ნაბიჯების გადადგმა, აუჩქარებლობა არის გასაღები. თუ დრო გაქვს, გირჩევ ჯერ ისწავლო და შემდეგ შენი ბიზნესი შექმნა, რადგან არ არის რთული, სწავლა დაგეხმარება. ხოლო თუ სწავლის დრო არ გაქვს და რესურსი გაკლია, გირჩევ დროებით სამსახური იპოვო, შენ მხოლოდ მარტივი და მოხდენილი რეზუმე დაგჭირდება, რომლის შედგენაშიც ჩვენი ასისტენტი დაგეხმარება. ასევე გირჩევ დასაწყისისთვის ფიზიკური შრომა არჩიო, რადგან უფრო მაღალანაზღაურებადია, მოთხოვნადია და კარგი კადრები ჭირს შრომით ბაზარზე, ასეთ სამსახურს მალე იპოვი. მუშაობის არ შეგრცხვეს, რადგან შენი გეგმის ნაწილია. დროებითი სამსახური დაგეხმარება ყოველდღიური წვრილმანების მოგვარებაში და შანსს მოგცემს შენი იდეების გარშემო მოძრაობის.

გახსოვდეს მუშაობ შენი მიზნისთვის. პარალელურად ისწავლი და არ იჩქარებ, არ დაუთმო დრო იმას რაშიც დარწმუნებული არ ხარ, რადგან დროის დასაკარგი ბევრი მახეა, ამიტომ უნდა იყო ორგანიზებული. დაფიქრდი რა რესურსი სჭირდება შენს მიზანს? სპონსორი? პარტნიორი? მრჩეველი? ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი პლატფორმა მზად არის დაგეხმაროს და გაგიწიოს კონსულტაცია, მოგცეთ რეკომენდაციები, თქვენი გადაწყვეტილების განხორციელებაში, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იცით რა გინდათ. ხოლო თუ ჯერ არ იცით რა გინდათ მალე უნდა გადაწყვიტოთ რადგან გვიანდება. იჩქარე ნელა. გისურვებ წარმატებას.


უკან

პრე-კურსი

ეს არის სწავლამდელი, სამ კვირიანი სკოლა. სადაც დაჩქარებული წესით გაგატარებენ ოცდაერთ პროფესიულ საგანს . სრულად გაგაცნობენ მათ ძირითად მიმართულებებს, რის შემდეგაც გექნებათ ნათელი წარმოდგენა იმაზე თუ რა და რატომ უნდა ისწავლოთ. პრეკურსის გავლის შემდეგ, პროფესიულ სწავლას იწყებ სამი კვირის შემდეგ, რათა მაღალ დონეზე დაეუფლო შერჩეულ საგანს..


სრულად

პროფესია

პროფესიის არჩევა ერთ ერთი ყველაზე რთული და კომპლექსური საკითხია, მას სჭირდება ინდივიდუალური და ზოგადი მიდგომა, ბავშობაში გვეკითხებოდნენ, რომ გაიზრდები რა უნდა გამოხვიდე? ნეტავ საიდან უნდა გვცოდნოდა, როცა მოზარდების უმრავლესობამაც არ იცის. ბავშვები იზრდებიან, ხოლო ზრდასრულები შუა ასაკს ისე აღწევენ, რომ საკუთარ ნებაში ვერ ჩამოყალიბებულან.

სრულად